სახელწოდება: ლოპოტა სპა რეზორტი ტიპი: სასტუმრო კატეგორია: ქალაქი და რეგიონი გააზიარე (share):
ნახვა: 18დამატებულია: 05-06-2026 11:00:03
აღწერა
ლოპოტა შუაგულ კახეთში, დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს და კავკასიონის მთების ძირას, ტბის გარშემო, 60 ჰექტარზეა გაშენებული. ლოპოტა შექმნილია იდეით, რომელიც ადამიანისა და ბუნების სიყვარულს ეფუძნება, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს წარმოაჩენს და მუდმივად ვითარდება. აქ ყოველი დეტალი სტუმრისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება. ბიომრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ბუნებას - ლოპოტას მიდამოებში შეხვდებით ირმებს, ცხენებს, ცხვრებს, გედებსა თუ იხვებს. უმაღლესი ხარისხის სერვისი, სარელაქსაციო თუ სათავგადასავლო აქტივობები და ინფრასტრუქტურა იდეალურად ერწყმის ენდემურ ეკოსისტემას. ლოპოტას მასპინძელია კურორტის დამაარსებლის, გოგა მაისურაძის, ოჯახი, რომელიც მისი იდეების ერთგული გამგრძელებელია.