სახელწოდება: სასტუმრო ქვევრები ტიპი: სასტუმრო კატეგორია: ქალაქი და რეგიონი გააზიარე (share):
ნახვა: 6დამატებულია: 03-06-2026 21:04:49
აღწერა
ჩვენ ოჯახს ფესვები კახეთში აქვს და ბევრმა ჩვენგანმა ბავშვობა სწორედ კახეთის ვენახებში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა, მხოლოდ 2018 წელს, როდესაც პირველად წავაწყდით სოფელ შალაურის გულში განსაცვიფრებელ ადგილს (და დაგვიჯერეთ როდესაც ვამბობთ, რომ მარტო ფოტოებით ვერ გადმოგცემთ ამ ადგილის ჭეშმარიტ სილამაზეს), საბოლოოდ გაგვიჩნდა შანსი, რომ ეს ოცნება რეალობად გვექცია. ოჯახის თითოეული წევრის ძალისხმევითა და შრომით შევძელით შეგვეძინა საოცნებო ნაკვეთი და დავიწყეთ მისი გარდაქმნა ადგილად, სადაც კახეთში ყოფნის დროს სტუმრები დასვენებასა და უძველესი ქართული ტრადიციების შეცნობას შეძლებდნენ.