სახელწოდება: Hotel Chiatureli ტიპი: სასტუმრო კატეგორია: ქალაქი და რეგიონი გააზიარე (share):
ნახვა: 11დამატებულია: 03-06-2026 17:56:29
აღწერა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭიათურის გულში - სასტუმრო “ჭიათურელში”, სადაც იმერული ტრადიციები ფეხს უწყობს თანამედროვეობას. სასტუმრო განთავსებულია იმერეთის მწვანე მთებსა და შემაღლებულ კლდეებს შორის. ეს ის ადგილია, რომელიც გაკავშირებთ ქალაქის ისტორიასთან, მის ცოცხალ კულტურასთან და უნიკალურ ინდუსტრიულ მემკვიდრეობასთან.
სასტუმრო გთავაზობთ თანამედროვე, კეთილმოწყობილ სივრცეს, ოთახებს ხედებით ლანდშაფტზე, რომელიც სეზონების მიხედვით იცვლება. სასტუმრო ჭიათურელში გვჯერასტუმართმოყვარეობის ძალის. ჩვენი გუნდის წევრები, სიამაყით გაგიზიარებებენ ცოდნას ჭითურის ამბებზე და მის განსაცვიფრებელ გარემოზე.
თუ გიზიდავთ ციცაბო კლდეებს შორის მიმავალი საბაგირო მანქანები და გსურთ ეწვიოთ მთებში ჩაფლულ უძველეს მონასტრებს, დატკბეთ ტრადიციული იმერული სამზარეულოს გემოებით და მასწპინძლობითაც ისიამოვნოთ - გელით, ჩვენ ჭიათურაში გატარებულ ყოველ დღეს დაგამახსოვრებთ. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის ხართ აქ, თავგადასავლებისთვის, დასვენებისთვის, თუ უბრალოდადგილობრივი კულტურის გასაცნობად, გეპატიჟებით, “ჭიათურელში” იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს თქვენი სახლი, ნამდვილი სახლისგან მოშორებით.
შემოგვიერთდით და შეიგრძენით "ჭიათურელის" გარემო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭიათურაში!