სახელწოდება: Hotel Tiflis ტიპი: სასტუმრო კატეგორია: ქალაქი და რეგიონი გააზიარე (share):
ნახვა: 7561დამატებულია: 10-03-2018 19:46:45
აღწერა
განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობა ქართული ისტორიის თითქმის ყველა ეპოქის მახასიათებელია. XIX ს.-ის ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი გერმანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. თბილისის შემოგარენში გერმანული დასახლება ალექსანდერდორფი&ldquo გაჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი რომელიც გერმანელებს აკავშირებდა წმ.პეტრეს და პავლეს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია იყო. ეს ეკლესია &bdquoკირხე&ldquo 1818 წელის დღევანდელ დ. აღმაშენებლის გამზირზე თავად გერმანელებმა ნეოგოთიკურ სტილში ააშენეს. მოგვიანებით &bdquoკირხეს&ldquo გიმნაზია გაიხსნა სადაც არაგერმანელი ბავშვებიც გერმანულ ენაზე სწავლობდნენ. წმ. პეტრეს და პავლეს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ ტყვეებს საკუთარი ხელით დაანგრევინა. გერმანული ახალშენებიდან ცოტა რამ თუ შემორჩა. მათ შორის საბედნიეროდ &bdquoკირხეს&ldquo გიმნაზიაც. &ndash პატივცემულო სტუმრებო თქვენ ახლა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში იმყოფებით.